суббота, 20 февраля 2021 г.

ევროპის კავშირი და ვიზალიბერალიზაცია

ევროპის კავშირი

ევროპის კავშირი (ინგლ. European Union), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ.European Community,) ერქვა.

 ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. 

ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია:

  • ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;
  •  იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; 
  • საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.
  •  შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; 
  • ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

ევროკავშირში შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ:
  1.  ევროპული საბჭო,
  2.  ევროპის კავშირის საბჭო,
  3.  ევროპარლამენტი,
  4.  ევროკომისია,
  5.  ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო,
  6.  ევროპის ცენტრალური ბანკი
  7.  ევროპის აუდიტორთა სასამართლო.
2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას 
ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი.
 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
 საერთი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა.
გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროშიმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიდიდ რვიანსა და დიდ ოცეულში

დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს. 

(http://mpress.ge/2015/12/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%
94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%
A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D/)


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება (2016 წლის ანგარიში).
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ბავშვთა უფლებების, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვას, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,  თანასწორობის,  განათლებისა და ახალგაზრდობის, კონფლიქტების, კულტურისა და მედიის მიმართულებით.

მდგომარეობა სფეროების მიხედვით:
თანასწორობა
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღისწესრიგი ყურადღებას ამახვილებს ორსული ქალების, დედებისა და მშობლების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ შეუტანია შესაბამისი ცვლილებები თავის საკანონმდებლო რეგულაციებში მათი გაუმჯობესების მიზნით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს თანასწორი მოპყრობის ნაწილში ჩამოყალიბებული სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ამ სფეროში პროგრესის არარსებობა აბრკოლებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებას.
ბავშვთა უფლებები
2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურ ანგარიშში აღწერილი, ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა უფლებების მონიტორინგის გაფართოების და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლის გაძლიერების საჭიროებაზე
შრომითი უფლებები
ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა შრომის კოდექსში, რაც ითვალისწინებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნას, რომელსაც შრომითი დავების გადაწყვეტა ევალება. დებულების მიხედვით სამმხრივი კომისია ყოველკვარტულად უნდა შეიკრიბოს. თუმცა 2013 წელს შექმნილი კომისია ამ დრომდე მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა. ამ დრომდე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია რჩება ქმედუუნაროდ ორგანოდ და ის არ ერთვება შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში. 
გარემოს დაცვა
საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების, ტრანსპორტის სფეროებში დასახულია ისეთი მიზნები, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა გარემოზე. მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა.  
ენერგეტიკა
ენერგეტიკის სფეროში სუბსიდირებული ტარიფები (ელექტროენერგიის და გაზის) იწვევს ენეროპროდუქტების არაეფექტიან გამოყენებას და აფერხებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოში ელექტროენერგიის და გაზის მასშტაბური სუბსიდირება ხდება, რის შემდეგაც ქვეყანა ერთ სულზე 2-3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები, და იზრდება მისი დამოკიდებულება ენერგიის იმპორტზე. საჭიროა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში სუბსიდიების გადახედვა, რათა გაიზარდოს მათი ეფექტიანობა.  
სოფლის მეურნეობა
ახლო მომავალში სურსათის უვნებლობის დაცვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე მოხვედრის აუცილებელი წინაპირობა იქნება. საოჯახო მეურნეობები, რომლებიც სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების თითქმის 90%-ს წარმოადგენენ, იშვიათად არიან ინფორმირებულნი საკანონმდებლო მოთხოვნებზე. 
განათლება და ახალგაზრდობა
მართალია, 2016 წელი ბოლო წელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად, ერთ-ერთი კონკრეტული და მნიშშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით აიღო საქართველომ - „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონის მიღება ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.  
კონფლიქტები
მოცემული ფორმით საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორების შესახებ ხელს უშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელშეკრულებით მისაღები სიკეთეების გავცელებას და ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. აღნიშნულმა კანონმა შესაძლოა ასევე პრობლემები შექმნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გავრცელების კუთხით. 
კულტურა
მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა, კულტურული მემკვიდრეობა კვლავაც განიხილება როგორც ვიწრო სფერო და არა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც ასახვას უნდა ჰპოვებდეს ყველა სხვა სფეროს პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. ეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც გამოიხატება კულტ. მემკვიდრეობის ავთენტიკურობის შელახვაში, ცალკეულ ძეგლთა განადგურებასა და კულტ. ლანდშაფტის ხელყოფაში.  
მედია
საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუდიოვიზუალური მომსახურების დირექტივის შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამისთვის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსით აღჭურვა. 
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" იმედოვნებს, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში განხილული გამოწვევები და რეკომენდაციები სასარგებლო იქნება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის, საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ დიალოგის გასაგრძელებლად.
http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15&info_id=4689 )


თბილისის ოფისში 19 ადამიანი მუშაობსრომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართულიამპროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათადაცვისკანონის უზენაესობისა და დე-მოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.
ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზეის აერთიანებს 47 წევრსახელმწიფოსრომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრიაჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანისუფლებათა ევროპული კონვენციარომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ.
(http://www.coe.int/ka/web/tbilisi/home)

რა არის ვიზალიბერალიზაცია.



ვიზალიბერალიზაცია-ქართულენოვანი სანფორმაციო ვიდეორგოლი


ვიზალიბერალიზაცია - ოსურენოვანი საინფორმაციო ვიდეორგოლი





ვიზალიბერალიზაცია-რუსულენოვანი სანფორმაციო ვიდეორგოლი

                                       



Комментариев нет:

Отправить комментарий